14:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-24 13:49:22, 1393 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ივანიშვილი კალაძეს დროებით აძლევს შანსს ფულის გასაკეთებლად

“ქუჩური გარჩევებით, ქურდების ჩარევით, როგორც ჩანს კახი კალაძემ მაინც სძლია დანარჩენ ოპონენტებს და ივანიშვილი მას დროებით აძლევს შანსს ფულის გასაკეთებლად.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

“პირველი დავიწყოთ იმით, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას და ეს ლეგიტიმაცია არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის მერების და საკრებულოების დაკომპლექტებას, არამედ დაკავშირებულია იმასთან, რომ იქნებ როგორმე მათმა ე.წ-მა პრეზიდენტმა, მთავრობამ, პარლამენტმა მიიღოს მცირეოდენი ლეგიტიმაცია მაინც. დანარჩენი, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში ჩვენთვის არის ნაკლებად რელევანტური.

რაც შეეხება კახი კალაძეს, როგორც ჩანს “ოცნებაში” ეს შიდა სისხლიანი დაპირისპირებები, ქუჩური გარჩევებით, ქურდების ჩარევით, როგორც ჩანს კახი კალაძემ მაინც სძლია დანარჩენ ოპონენტებს, რადგან ჩვენ გვქონდა ინფორმაციაც რომ სხვა რიგი კანდიდატებიც განიხილებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს “ოცნებისთვის” კახი კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა, რადგან მათ ერთდროულად დაკარგეს ირაკლი ღარიბაშვილი, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ხარება და როგორც ჩანს კალაძის გადაგდება ივანიშვილს არ უნდა ნაგვის ყუთში და რამდენიმე თვე მისცემს შანსს, რომ ფული აკეთოს თბილისის მერიაში.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics