12:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 15:51:47, 801 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ბრალდებულებმა  დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრა მოაწყვეს, რა დროსაც ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და მის დასახმარებლად მისულ მამაზე. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულები  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე  მყოფმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, თუმცა მომხდარის შესახებ  სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ექვს პირს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), ხოლო ერთ პირს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics