15:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-20 13:03:07, 579 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი აბაშიშვილმა "სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" საჯარო ლექციების რეგიონული ციკლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" რეგიონული საჯარო ლექციების ციკლი გახსნა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე დისკუსიებს და საჯარო ლექციებს ითვალისწინებს, ჩართული იყვნენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან სახელმწიფო მოწყობის საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია და მასზე კვალიფიციური დისკუსია აუცილებელია.

როგორც პროექტის დირექტორმა, პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა განაცხადა, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას. „დემოკრატიული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შედგება, როცა მისი თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო მოწყობის პროცესში და ეს პროცსი არ მოიცავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას" - აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამოსვლისას.

ლექციები 11 თვის განმავლობაში ჩატარდება  და დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს, ადამიანთა უფლებების, აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკაზე ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები: შტეფან გოზეპატი, ანდრეას არნდტი, მათიას კუმი, გეორგ ლომანი, თეო კობუში, ლუდვიგ ზიპი, მიხაელ კვანტე და მარკუს გაბრიელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics