10:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 18:39:16, 740 ნახვა

სამართალი
შსს „ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორის სახლის ჩხრეკის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორის, ეკა შინდაგორიძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, გაიჩხრიკა 1989 წ. დაბადებული დავით ჯ.-ს საცხოვრებელი სახლი.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. დავით ჯ. მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოცემული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება კავშირში არ არის რომელიმე მედიასაშუალებასთან. ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ შესაძლო დანაშაულს მედიასაშუალების წარმომადგენლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით.

შსს-ს მტკიცე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უწყების რეაგირება მხოლოდ კანონის ჩარჩოებში ხორციელდება", - აცხადებს შსს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics