2025-06-02 13:57:05, 844 ნახვა
სამართალი
კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს 3-3 წლით პატიმრობა მიესაჯათ
კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს პროკურატურამ საპროცესო არ გაუფორმა, სასამართლომ მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი მოსამართლე ლილი მსხილაძემ გამოიტანა.
შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ. იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახდა. საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,