13:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 09:58:48, 603 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული რ.გ.

დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადიდა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი", „მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა".
ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics