23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-24 16:48:14, 990 ნახვა

სამართალი
გიორგი ჩხეიძის ადვოკატი - საქმე შეკერილია

სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისეა შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში, - ამის შესახებ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩხეიძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან.

"სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისე არის შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში და გარემოებები, რომელზეც მან ისაუბრა დაკითხვის დროს, წინააღმდეგობაში მოდის, ჩვენს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან, ამიტომ, ახლა შს სამინისტრო პროცესის გადადებას შუამდგომლობს, რომ სხვა მოწმეები დაკითხონ.

პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა.

ადამიანმა მისცა ჩვენება, რომ გაიგონა, როგორ იგინებოდა, მისი თქმით, მან დააკავა და მანვე მიიყვანა მანქანასთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვიდეო მასალებთან", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics