03:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 12:19:13, 602 ნახვა

სამართალი
საქართველოში 230 000 ლარზე მეტის უაქციზო საქონელი შემოჰქონდათ - 2 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში დაცალეს, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება". - წერია განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics