21:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 16:58:20, 549 ნახვა

სამართალი
აქციის მონაწილის ინფორმაციით, უნივერსიტეტის თვითმმართველობა პროვოკაციებს გეგმავს

სტუდენტური მოძრაობის წევრის, მარიამ ხონელიძის განცხადებით, თსუ-ს თვითმმართველობა პროვოკაციას გეგმავს.

მისივე თქმით, ისინი უნივერსიტეტის სხვადასხვა შესასვლელთან ცდილობენ პოზიციების დაკავებას.

ამასთან, როგორც ხონელიძემ განაცხადა, თვითმმართველობის მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგეს, უნივერსიტეტის დესტაბილიზაციის მცდელობაა.

„თვითმმართველობა გეგმავს პროვოკაციას და უნივერსიტეტის სხვადასხვა შესასვლელთან პოზიციების დაკავებას. მათ მცდელობა აქვთ, რომ უნივერსიტეტის 12-ვე შესასვლელი დაიკავონ. მათი მოთხოვნა, რომ გადადგეს პაპავა უნივერსიტეტის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ამის წინააღმდეგ გამოვდივართ ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაპავას მხარს ვუჭერთ, უბრალოდ უნივერსიტეტის დესტაბილიზაცია არ უნდა მოხდეს. ეს არ არის ბრძოლის შეწყვეტის საწყისი, ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ, სტუდენტური მოძრაობის წევრები, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ უკან დახევას მანამ, სანამ აქ არსებული პრობლემები არ გადაიჭრება“,- აღნიშნა სტუდენტური მოძრაობის წევრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics