21:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 16:47:59, 631 ნახვა

სამართალი
ლაშა ბერულავა: მომხმარებელი, რომელმაც დღეს დილით ვიდეო გაავრცელა ამ დროისთვის დაბლოკილია

უკანონოდ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით პროკურატურაში „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის  ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა.

როგორც ბერულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებმა მისი თანხმობით მისივე ლეპტოპი დაათვალიერეს და ის მონაცემები გადაიწერეს, რომლებიც მათ პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.

„ძირითადი ინფორმაცია, რაც ჩემგან მიიღო გამოძიებამ, ეს იყო ჩემს მიერ შენახული სქრინფოტოები - ანუ ეკრანის ფოტოები, რომელიც გადავიღე მაშინვე, სანამ წავშლიდი იმ აქტიურ ბმულს, რომელიც ჩემთან კედელზე დაიდო. მქონდა შენახული ლეპტოპში და ჩემი თანდასწრებით, ჩემივე თანხმობით დაათვალიერეს ჩემი ლეპტოპი. გადაიწერეს ის მონაცემები, რომელიც სავარაუდოდ მათ დაეხმარებათ გამოძიებაში და პირის იდენტიფიკაციაში“, - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

მისივე თქმით, გამოკითხვის დროს აღმოაჩინეს, რომ ის პირი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც You tube-ზე ასევე facebookზე, ამ დროისთვის დაბლოკილია, ანუ მისი გვერდი არ იხსნება.

"შესაბამისად ვიდეოც არ იხსნება“, - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ლაშა ბერულავას თქმით, საქმესთან დაკავშირებით ახალი ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია გარდა იმისა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით. ბერულავა ვარაუდობს, რომ ჯერჯერობით ვიდეოს გამავრცელებლის იდეტიფიკაცია არ მომხდარა.

ცნობისთვის, დღეს დილით facebook-ში ლაშა ბერულავას გვერდზე დაიდო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიტიკოსს ეკუთვნის. ვიდეოში სახეები დაფარულია, შესაბამისად პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის. ბერულავამ ვიდეო წაშალა და საქმის კურსში სამართალდამცავები ჩააყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics