16:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 11:00:32, 684 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ, აგლაძის ქუჩაზე ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩა N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბრალდებულებმა ჯგუფურად სცემეს დაზარალებულს.

„სამართალდამცავებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics