22:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 17:21:41, 933 ნახვა

ეკონომიკა
ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში - საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 28-30 მარტს საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში - წიგნების სამყაროში სამოგზაუროდ დათო ტურაშვილთან შეხვედრებს მართავს.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრების სერიის ფარგლებში, დათო ტურაშვილი განათლების, ლიტერატურისა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ამასთან, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მათ საჩუქრად გადაეცემათ დათო ტურაშვილის მიერ ხელმოწერილი წიგნები.

შეხვედრები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

ქუთაისი - 28 მარტი, 19:00 საათი

სასტუმრო ქუთაისი ინნ - 2, აღმაშენებლის ქუჩა

ფოთი - 29 მარტი, 16:00 საათი

ფარნავაზ მეფის #6

ზუგდიდი - 30 მარტი, 16:00 საათი

სასტუმრო ლეთო - 31 ზვიად გამსახურდიას გამზირი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics