05:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 11:11:26, 429 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია.

ფულის გლობალური კვირეული  საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტის ჩათვლით აღინიშნება.

წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების  ღია კონკურსს  სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი.

ნახატების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია  6-დან 18 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებს. კონკურსანტმა  დახატოს 30 ლარის ნომინალის ბანკნოტი და 30 მარტის ჩათვლით, ავტორის სახელსა და ასაკთან ერთად ატვირთოს ფინედუს ფეისბუქ პოსტის კომენტარში. (6-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის ნახატის ატვირთვა მშობლებს შეუძლიათ; 16-დან 18 წლამდე კი ნახატის ატვირთვა მშობელს ან თავად კონკურსანტს).

კონკურსში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, მათ შორის 3 გამარჯვებულს ჟიური, 1 რჩეულს კი ფეისბუქის მომხმარებლები შეარჩევენ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics