03:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 22:57:13, 542 ნახვა

სამართალი
ძმებ გაჩეჩილაძეებსა და ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ძმებ გაჩეჩილაძეებსა და ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ლევან და გია გაჩეჩილაძეები ტელეკომპანიის ტექნიკურ პერსონალს საკუთარ სახლში შეხვდნენ.

გაჩეჩილაძესთან მაესტროს 20-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე მყოფ პირებს სურთ ითანამშრომლონ ტელეკომპანიის ახალ მენეჯმენტთან. 

ლევან გაჩეჩილაძის სახლში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ლევან ჩიკვაიძეც, რომლის კანდიდატურას გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ შეხვედრისას საუბარი ამ საკითხზე არ ყოფილა. 

რაც შეეხება შემდგომ საქმიანობას, გაჩეჩილაძის თქმით, ისინი აპირებენ გამოიყენონ არსებული ლოგო და სახელი, რადგან გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ილია კიკაბიძემ ის უკანონოდ მიითვისა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics