12:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 18:07:25, 472 ნახვა

სამართალი
ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას „ბათუმელები“ თემურ ქათამაძის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.

თემურ ქათამაძის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

თემურ ქათამაძე იანვარში, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

2 თებერვალს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა: „მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ“...

თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე 80-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და ამ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics