01:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 10:02:31, 627 ნახვა

სამართალი
შსს-სა და აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ღონისძიებას  შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ესწრებოდა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებისა და საფრთხეების მიმოხილვა, ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

კონფერენციაზე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის, აშშ-ს, უნგრეთის, უკრაინის,  საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს. აღნიშნული პრეზენტაციები ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციებსა და გამოწვევებს, კორუფციის, ტრეფიკინგის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სამართალდამცველთა შესაძლებლობების განვითარების, უწყებათა შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მნიშვნელობის საკითხებს მოიცავდა.

კონფერენციაში პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics