14:47 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 17:26:30, 727 ნახვა

ეკონომიკა
ტყემალაძე: პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე კოალიციის მომავალი არ განიხილება

პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში კოალიციის მომავალი არ განიხილება, - ამის შესახებ ფრაქცია „მრეწველების“ წევრმა პოლიტსაბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერს ცოტა დრო აქვს, შესაბამისად პოლიტსაბჭო სულ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„ცოტა ხნის წინ პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიას“ შეხვდება, ასევე სხვა პარტიებსაც. შეხვდება ცალ-ცალკე და პოლიტსაბჭოზე კოალიციის მომავალი ამის შემდეგ განიხილება.

„ნებისმიერი არჩევნების წინ იქმნება საარჩევნო ბლოკი, რომელსაც ჩვენ ახლა კოალიციას ვეძახით და ერთმანეთთან გარკვეულ ხელშეკრულებებს აფორმებენ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ“, - დასძინა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, კოალიციის მომავალზე საუბარი ნაადრევია. ხოლო პოლიტსაბჭოს დღის წესრიგით ქორწინების წესდება განიხილება, კონკრეტულად კი ის უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics