16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 13:51:07, 401 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას ადვოკატი - მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება პოლიციის სამმართველოს შენობაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, - ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ასევე, პოლიციის შენობაში არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ.

„გუშინ, როდესაც ნიკა მელია უკანონოდ დააკავეს, გადაიყვანეს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში, სადაც როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად. მინდა, შევახსენო ყველას, რომ კონვენციური დანაშაულები არის ხანდაზმულობის მიღმა. შეიძლება, გავიდეს მრავალი წელი და ადამიანები მიცემული იქნან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, როდესაც იგი იყო დაკავებული და ხელბორკილდადებული პოლიციის სამმართველოს შენობაში. ასევე, ამოღებული იქნეს ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელიც არის მრავლად პოლიციის შენობაში და მიეცეს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება,“ - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გუშინ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით, კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics