14:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:08:21, 757 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის კოოპერატივებს მოტობლოკები გადასცა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში 29 აგროკომპლექტი გადასცა.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს -11 აგროკომპლექტი, ონის მუნიციპალიტეტის 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 18 აგროკომპლექტი გადაეცა.

ღონისძიებას მინისტრის პირველი  მოადგილე ნოდარ  კერესელიძე,  რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს   რთული  რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და მათ ეკონომიკურ აქტივობაში  ჩართულობას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, ღირებულების 24 %-ად გადაცემა.  თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი (სათიბით,  გუთნით, კულტივატორით) და ხელის სათესი.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები დევნილები ან/და ეკომიგრანტები არიან, ასევე  მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას,  დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად -  1 ლარად.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 584 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  1415 აგროკომპლექტი  უკვე მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics