შსს-ს მომსახურების სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები ესტუმრნენ. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა და შსს-ს სპორტული კლუბის „MIA FOrce“ წევრებმა უმასპინძლეს.

" />
17:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-06 10:21:45, 575 ნახვა

სამართალი
შსს-მ მომახურების სააგენტოს დაღუპული პოლიციელების შვილებს უმპასპინძლა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები ესტუმრნენ. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა და შსს-ს სპორტული კლუბის „MIA FOrce“ წევრებმა უმასპინძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს შენობა დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სააგენტოს ავტოდრომზე ბავშვები შსს-ს სპორტული კლუბის წევრების მიერ სპეციალურად მათთვის მოწყობილ სანახაობას დაესწრნენ, სპორტული ავტომანქანებით გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„MIA FORCE“-ის წევრმა, ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ დაღუპული პოლიციელების შვილებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შემეცნებითი პრეზენტაცია ჩაუტარა და საკუთარ სპორტულ კარიერაზე ესაუბრა. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დაღუპული პოლიციელების ხსოვნის პატივსაცემად, დათა ქაჯაიამ ჩემპიონატზე ჯილდოდ მიღებული თანხის ნაწილი დღეს მათ მცირეწლოვან შვილებს გადასცა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics