05:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 17:10:42, 466 ნახვა

სამართალი
ონისე ცხადაძე - ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო

​​​​​​​პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე ერთ-ერთია იმ 11 პირს შორის, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას, ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვების შესახებ.

„იმის მიუხედავად, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს თუ დამტოვებთ პატიმრობაში. ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის...

ამ [ბრალდებით] რომ მომისაჯოთ მაქსიმუმი, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი განსხვავებული დამნაშავე“, - მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics