13:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 20:05:49, 528 ნახვა

სხვადასხვა
თამარ ხულორდავა ჯუდით კემბელთან ერთად N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების ხელმძღვანელი სტუმრობდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ჯგუფის ხელმძღვანელ ჯუდით კემბელთან ერთად N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. დაწესებულებაში მათთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველი ენტონი სტრეველერი. თამარ ხულორდავამ სტუმრებს დაწესებულების საცხოვრებელი საკნები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული სწავლების ოთახი, სამზარეულო, სასადილო, სამედიცინო პუნქტი და სპორტული მოედანი დაათვალიერებინა. გარდა ამისა, დაწესებულების თანამშრომლებმა ჯუდით კემბელს იმ პროგრამებისა და კურსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სტუმრებთან უკვე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საქართველოში აშშ-ს საელჩო აქტიურად თანამშრომლობენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. გვქონდა შესაძლებლობა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები გაგვეცნო, რომლებიც დაბალი რისკის დაწესებულებაში ხორციელდება. სამომავლოდ, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ვგეგმავთ ისეთი პროფესიული კურსების დანერგვას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლების საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე კულინარიის კურსების დანერგვაზე ვმუშაობთ, რადგან ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა ჩვენს ბაზარზე“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ. საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩევლის ენტონი სტრეველერის განცხადებით ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და ციხის მართვის ახალი კონცეფციების დანერგვაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics