2016-03-02 11:37:39, 542 ნახვა
სამართალი
კახეთში, 7 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა
კახეთში, 7 წლის ბიჭი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მათივე თქმით, მომხდარის მიზეზები დგინდება. ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაადგენს ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ცეცხლი გაჩნდა თუ სხვა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა უწყებაში ადასტურებენ, რომ 7 წლის ბიჭი სახლში გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან