2024-12-12 20:43:59, 444 ნახვა
სამართალი
ბექა მინდორაშვილს, რომელსაც ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.
მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,