19:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 17:19:12, 476 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა..

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება დღეს, 11 დეკემბერს წარუდგინა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა 2 პირს ჯგუფურად სცემეს“.

ხუთივე პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2 ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics