14:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:45:20, 730 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუსაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს  შეუძლია საქართველოს ნებისმიერ  რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება,, ასევე გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ემსახურება საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს: სესხის საპროცენტო 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე, სესხის უზრუნველყოფაში ტანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ანაზრაურების ე.წ.  Royalty Fees  დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პროგრამის სასტუმროს კომპონენტის ახალი სქემა საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics