12:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 14:19:37, 692 ნახვა

სამართალი
5 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სირიაში საომარი მოქმედებები შეწყდა

5 წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში პირველად სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. შეთანხმება ზუსტად შუაღამეს ამოქმედდა.

რეგიონებში, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ძირითადად სიმშვიდეა, თუმცა სროლის ხმა ალეპოში ჯერ კიდევ ისმის.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმების ამოქმედებამდე რუსეთის ავიაციამ ამბოხებულების პოზიციებზე იერიშები გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესახებ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ რეზოლუციას მხარი ერთხმად დაუჭირა.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის წარმომადგენელმა, სტეფანა დე მისტურუმ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ დაირღვევა, სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები 7 მარტს გაიმართებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics