07:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 17:07:45, 404 ნახვა

სამართალი
მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდათ

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა მიიღო. 

სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 14:00 საათზე ბოლნისის სასამართლოში ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი 31 ოქტომბერს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.

პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე 2-ვე პირს ბრალდება 31 ოქტომბერს წარუდგინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics