2016-02-26 15:44:24, 617 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის მოტივის დასადგენად, პოლიციაში 3 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის მოტივის დასადგენად, პოლიციაში 3 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან