07:06 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 10:28:10, 570 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ალირეზა მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 158,79 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს, ასევე ამოღებულია 204 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც მდმა-ს შეიცავს და 50,03 გრ ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც კეტამინს შეიცავს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკები ბრალდებულმა თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით ალირეზა მ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics