09:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 19:49:11, 495 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ 3 ოპოზიციური არხი „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამის არ გაშვების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მთავარი არხის", "ფორმულას" და "TV პირველის" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და მედიებს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მედიები თავად ავრცელებენ.

9 ოქტომბერს მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო.

მანამდე, სამმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics