2024-09-13 16:35:00, 300 ნახვა
სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.
"საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),