2024-09-09 14:30:26, 453 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 66 წლის კაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,