12:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 12:09:10, 364 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ტონა) აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 9%-ით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

"აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. ასევე, 5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 154 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics