00:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 17:07:47, 680 ნახვა

სამართალი
აღმაშენებლის ხეივანში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

აღმაშენებლის ხეივანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია. შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა, სადაც ქუჩურ გარჩევაში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სიტყვიერ დაპირისპირებას რამდენიმე გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ისინი ძმები არიან.

ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, თუმცა პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი უკვე დააკავა. ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ და ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics