02:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 15:21:22, 430 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სპიკერების საჯარო ლექციებს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველ საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმში 9 ივნისს გაიმართება, ტრენერი პაატა პაპავა ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სექტორის წარმომადგენლებს ის თვითშეფასებასა და თვითმოტივაციაზე ესაუბრება.

"შემდეგი საჯარო ლექცია 23 ივნისი დაგეგმილი და მას ნანა აბურჯანიძე წარუძღვება. ის სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ტურისტული პროდუქტების გაყიდვებს, არსებულ გამოწვევებს, კომუნიკაციის ძალას, ონლაინ გაყიდვებს, ბაზარსა და კონკურენციაზე წაუკითხავს ლექციას. მესამე საჯარო ლექციას კი 29 ივნისს ნათია გოცაძე ჩაატარებს.

მისი მთავარი თემა „ქალაქი, როგორც ბრენდი“ იქნება. საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა. სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა   300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები. საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics