23:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 16:27:48, 611 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბინალი ილდირიმს შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს იფნორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე.

ბინალი ილდირიმმა თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს.

„აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერარირებადი რკინიგზა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს“, - აღნიშნა ილდირიმმა.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს.

„ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics