23:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 16:21:06, 581 ნახვა

ეკონომიკა
დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად, კობა გვენეტაძის დასახელებას გამოეხმაურა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. 

მისივე თქმით, პროცესი ეროვნული ბანკის შესახებ კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიმდინარეობს.

"კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაასრულეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე 3 კანდიდატს შორის შეარჩია და გუშინ დაასახელა, რომელსაც უახლოეს დღეებში პარლამენტს წარუდგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics