2024-03-04 14:35:55, 798 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ სფეროების მიხედვით, მოისმინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ-ზედამხედველობით ღონისძიებებზე, გამოცხადებულ ტენდერებსა და მიზნობრივ პროგრამებზე.
თათბირის მუშაობა შეაჯამა ომარ ტაკიძემ, რომელმაც თანამშრომლებს ოპერატიული მუშაობისთვის დავალებები მისცა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),