17:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 11:52:35, 872 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კრებები და კონსულტაციები დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კრებები და კონსულტაციები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრა მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა. შეხვედრის მიზანი კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივების უშუალო ჩართულობით განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეირჩა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებასა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას უწყობს ხელს. შერჩეული პროექტები წლის ბოლომდე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics