01:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 17:34:44, 544 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაიზარდა

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების ფონზე, მკაცრი ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, მთავრობის ვალის უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებისა და დეფიციტის 2.5%-მდე შემცირების პარალელურად, შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსების მობილიზება, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების ისეთი ღონისძიებების დაფინანსების გასაზრდელად, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა და განათლება.

ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის ფარგლებში, ბიზნესს ჯამურად დაუბრუნდა 7.5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2024 წელს დამატებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება.

„2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების საკასო შესრულებამ შეადგინა 25.9 მილიარდი ლარი, ხოლო 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელები დაგეგმილია 28.7 მილიარდი ლარის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტიც, პრაქტიკულად, გადაჭარბებით შესრულდა, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics