04:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 18:02:08, 588 ნახვა

ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და 2024 წლის  გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები განიხილეს.

"იმსჯელეს ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე. 2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახი 40 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს 50 ათასი ლარის თანადაფინანსებას.

ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ასევე, განიხილეს ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობის პროცესი. წელს არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია გაორმაგდა.  ფერმერების ხელშეწყობისა და ნარინჯისფერი რთველის წარმატებით წარმართვის მიზნით მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics