|
2023-11-21 14:12:34, 1061 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Titf 2023“ გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარის სტენდთან ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს მსხვილ ტურისტულ, მარკეტინგულ და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებთან. სამომავლო თანამშომლობის მიზნით ისინი ასევე შეხვდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის, უზბეკეთის ავიახაზებისა და ავიაკომპანია ‘Scat’-ის მენეჯმენტს. შეხვედრებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობა, უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა გასულ წელსა დაიწყო. მიმდინარე წელს კი ფრენები მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდებოდა. წელს, უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. 2024 წლისთვის, უზბეკეთიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა პრეს და ინფოტურების ფარგლებში დაიგეგმა. ისინი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაციას უზბეკეთში გაუწევენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)