12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 12:35:00, 1058 ნახვა

რეგიონი
კასპში, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი - ხოვლეს - ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ასფალტის დაგების მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1 500 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში ხორციელდება.

გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.

ადგილობრივ მოსახლეობას ამ დრომდე, გადაადგილება გრუნტიან გზაზე უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics