14:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 12:28:41, 1009 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

რიჟვაძის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა ყველა პლატფორმაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის.

"შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე, რაც საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ბათუმში რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ ზოიძემ",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics