14:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 09:20:50, 1156 ნახვა

რეგიონი
ქედაში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ღონისძიება ქედაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან, მერის წარმომადგენელთან დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად, 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულა, ხანდაზმულთა დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

"88 წლის გურამ ჩიკვაიძეს 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს. თარიღთან დაკავშირებით, ასევე ქედაში, ხანდაზმულთა კლუბის "ღირსეული სიბერე" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, მერის წარმომადგენელი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის მოხალისეები და ხანდაზმულთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ხანდაზმულებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ხანდაზმულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics