23:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 12:44:02, 1056 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელი ორცვა-არსენაულის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელი ორცვა-არსენაულის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე წელს სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 017 205 ლარი გამოიყო.

"ამ ეტაპზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:

  • სოფელი ორცვა-არსენაულის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს წყლის ავზების, სათავე ნაგებობების და მაგისტრალური მილის მოწყობა;
  • დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გორგივლი-მოსიაშვილების სასმელი წყლის სისტემის, სათავე-ნაგებობების და ავზების მოწყობა;
  • წონისრისის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს წყალმომარაგების ავზების მოწყობა;
  • დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ხარაულის  საბავშვო ბაღში მიმდინარეობს ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;
  • მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მერისში საკანდელიძეების უბანში მიმდინარეობს სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა;
  • მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სილიბაურის უბანში და კაკაბაძეების დასახლებაში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და გამანაწილებელი ავზების მოწყობა.

სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების სამშენებლო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics