20:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 15:00:37, 1091 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრულ დეპარტამენტში სამედიცინო სერვისებს გაეცნო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს პედიატრულ დეპარტამენტში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პედიატრიულ სერვისებს თვეზე მეტია, რაც ბავშვთა რეანიმაციის მიმართულება დაემატა და იქ ახლა სრულად არის შესაძლებელი თითქმის  ყველა ნოზოლოგიის მქონე პაციენტის მართვა.

,,საკმაოდ კარგად და მძლავრად მუშაობს რესპუბლიკური საავადმყოფო, პედიატრიულ დეპარტამენტში მომართვიანობა მაღალია,  დაიტვირთა როგორც რეანიმაცია, ქირურგია, ასევე თერაპიული განყოფილება. ნებისმიერ მშობელს აქვს შესაძლებლობა მშვიდ გარემოში მაღალკვალიფიციური პერსონალის დახმარებით, მღალტექნოლოგიური, ხარისხისხიანი კვლევების ჩატარების. ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ხშირად მაღალი იყო მომართვიანობა, ეხლა უკვე რეგიონში ორი მძლავრი კლინიკა გვაქვს, შესაბამისად აღარ უწევთ მოქალაქეებს დაყოვნება და ოპტიმალურ ვადაში აქვთ სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

როგორც პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამაზ სურმანიძემ აღნიშნა, კლინიკას  70 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი მიმდინარე წლის 1 ივნისს დაემატა და ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:  ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ზოგადი პედიატრია, კარდიორევმატოლოგია, ნეფროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ბავშვთა ინფექციები, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ბავშვთა რეანიმაცია.

,,მიუხედავად მცირე დროისა, რაც რეანიმაციული სერვისი ამოქმედდა ჩვენს კლინიკაში, არაერთი მძიმე პაციენტი უკვე იმართა წარმატებით. კლინიკას ამ ეტაპზე აქვს ყველა საჭირო რესურსი, შეგვიძლია პედიატრიული ასაკის ნებისმიერი სირთულის პაციენტის მართვა”, - აღნიშნა ბავშვთა ანესთეზიისა და რეანიმაციის ხელმძღვანელმა, ანა კოჩაძემ.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics