03:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 14:42:26, 1206 ნახვა

რეგიონი
კასპში ტიტულოვანი მოჭიდავის, ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, კასპში ჭიდაობის ისტორიაში გამორჩეული და ტიტულოვანი მოჭიდავის ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, წონითი კატეგორიების მიხედვით ტურნირში კასპელმა მოჭიდავეებმა წარმატებებს მიაღწიეს: პირველი ადგილი  ალეკო ხიზამბარელმა და თორნიკე გორჯოლაძემ, მეორე ადგილი  ლუკა მღებრიშვილმა და ლადო უხურგუნაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი  თემურ გოგრიჭიანმა მოიპოვა.

„გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, წელს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. ვანო გამხიტაშვილი სამთავისის ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

ტურნირი ვანო გამხიტაშვილის სახელობის საჭიდაო არენაზე - ქართული ჭიდაობის ერონული ფედერაციის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics