05:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 10:41:23, 1226 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - მჯერა, რომ ჩვენი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდობა მონდომებას არ დააკლებს და როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდს, ისე ცხოვრების ყველა ეტაპს ღირსეულად გაივლის

მჯერა, რომ ჩვენი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდობა მონდომებას არ დააკლებს და როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდს, ისე ცხოვრების ყველა ეტაპს ღირსეულად გაივლის,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს და აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

რიჟვაძის თქმით, ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას.

"ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს აბიტურიენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

მჯერა, რომ ჩვენი პროგრესული და ნიჭიერი ახალგაზრდობა მონდომებას არ დააკლებს და როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდს, ისე ცხოვრების ყველა ეტაპს ღირსეულად გაივლის.

წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ განათლებასა და განვითარებაში.

ჩვენი ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ!" - აცხადებს რიჟვაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics